გამორჩეულად ხალისიანი და ფერადი საშემოდგომო ღონისძიება ჩოლურის საჯარო სკოლაში
01-12-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სეზონის მიწურულს ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება გამორჩეულად ხალისიანი და შთამბეჭდავი იყო - ბავშვების შემოქმედებითმა ნომრებმა და ფერადმა დეკორაციებმა სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს. ზეიმში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც სიხარულით წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები. მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლის პედაგოგიური გუნდი მადლობას უხდის მოსწავლეებს სასიამოვნო ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203