„ნახვამდის, ბარაქიანო შემოდგომავ“ - ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული დილა
02-12-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ ყურადღებას უთმობს, როგორ მოსწავლეთა აკადემიურ ცოდნას, ისე შემოქმედებით და ემოციურ განვითარებას. ამ მიზნით, ძირითად და შერწყმულ კორპუსებში ხშირად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება.

ამჟამად ორივეგან ჩატარდა ულამაზესი ღონისძიება - „ნახვამდის, ბარაქიანო შემოდგომავ“.

​დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლების - რუსუდან მებონიას, ნატო კაკაჩიას, ნათია ნანეიშვილის, რუსუდან კონჯარიას, ესტერ როგავასა და ნანი მესხიას ხელმძღვანელობითა და მშობლების თანადგომით, შემოდგომის პეიზაჟებით გალამაზებულ გარემოში წარმოადგინეს ლიტერატურული დილა - „ნახვამდის, ოქროსფერო, ბარაქიანო შემოდგომავ“. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით ხოტბა შეასხეს ამ ულამაზესი სეზონის სიუხვესა და მშვენიერებას. 

„გულს ახარებდა პატარების დეკლამატორობა, წკრიალა ხმებით შესრულებული სიმღერები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მრავალ ბედნიერ შემოდგომას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203