ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მადლიერების დღეს საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობები მიეძღვნა
01-12-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას. მათ შორის, ამ მიმართულებით ბევრს შრომობენ ინგლისური ენის პედაგოგები - ეკატერინე ლუკავა და თამარ მაქაცარია.

ინგლისური ენის განვითარების მთავარია ინგლისურენოვანი ტექსტების მოსმენა და საუბარი, სწორედ ამ მიზნით მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად აყურებინებენ მოკლე საგანმანათლებლო და ინსპირაციულ ვიდეოებს ინგლისურ ენაზე.

27 ნოემბერს მსგავსი ღონისძიება მიეძღვნა მადლიერების დღეს და წარიმართა ინგლისურენოვანი აქტივობებით - Happy Thanksgiving Traditions, Never give! Be thankful! Be successful step by step!

მოსწავლეებმა ნახეს შესაბამისი ვიდეოები, მოისმინეს პედაგოგების მიერ მიწოდებული ინფორმაციები ამ დღესთან დაკავშირებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ენის ცოდნას ამაღლებს, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნული, ემოციური და  სოციალური განვითარების პროცესს და აღრმავებს მათ ცოდნას სხვადასხვა საკითხებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203