
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 702,2 მლნ ლარით, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 89,6 მლნ ლარით აღემატება.
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 923,0 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 37,1 მლნ ლარით აჭარბებს. გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა;
პროფესიული განათლება - 229,3 მლნ ლარი (გაზრდილია 14,4 მლნ ლარით);
უმაღლესი განათლება - 196,0 მლნ ლარი (გაზრდილია 4,0 მლნ ლარით);
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 90,4 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება - 101,3 მლნ ლარი (გაზრდილია 8,5 მლნ ლარით);
ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 21,5 მლნ ლარი (გაზრდილია 5,9 მლნ ლარით).