
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის, ნონა კილავას ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ამ ნამუშევრებით VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთი უნიკალური ხედვა და ნიჭი წარმოაჩინეს. შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
სპეციალურად შექმნილმა ცხრაწევრიანმა კომისიამ თითოეულ კლასში გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც I და II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
კლასებს შორის გამარჯვებული IX კლასი გახდა.
„მადლობა პედაგოგს და ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს, ასეთი შრომისა და შემოქმედებისთვის. წარმატებები ყველას, მომავალ გზებზე!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მასწავლებლის საინტერესო ინიციატივა და მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: