
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სეზონის მიწურულს ლამაზი ღონისძიება „შემოდგომა დღეებს ითვლის“ გაიმართა.
სკოლაში თვალისმომჭრელი და თბილი ატმოსფერო დატრიალდა. შემოდგომის მშვენიერებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა მრავალფეოვანი საზეიმო ნომრები წარმოადგინეს და ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.
საშემოდგომო ფერადი დეკორაციებით მორთულ-მოკაზმული გარემო, განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა გაითამაშეს საინტერესო ინსცენირებები, მხატვრული კომპოზიციები, ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს და აღნიშნეს, თუ რაოდენ უხვი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
იხილეთ ფოტოები: