
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მადლიერების დღე მოაწყვეს.
ღონისძიება პოზიტიურ გარემოში წარიმართა. ბავშვებმა მადლიერება გამოხატეს როგორც ერთმანეთს, ისე მასწავლებლების მიმართ.
ეს დღე მოსწავლეებისთვის იქცა მშვენიერ შესაძლებლობად, მადლიერება და პატივისცემა დაედასტურებინათ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ აღზრდა-განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს მცირე პრეზენტაციები.
„მადლიერნი იყავით ცხოვრების, ერთმანეთის და ნახავთ როგორ შეიცვლება სამყარო თქვენს ირგვლივ. მადლიერება აღზრდის შედეგია, თუ გინდათ რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პოზიტიური სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები: