
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ღირსეულად იხდიან თავიანთ მამულიშვილურ ვალს საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
სკოლა ხშირად ღებულობს მადლობის წერილებს. ამჯერად, დირექცია და პედაგოგები აგრარულმა უნივერსიტეტმა გაახარა.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლას წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისათვის.
„წარმატებები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების მიღწევებით ხარობენ.
იხილეთ ფოტო: