
დმანისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამდიდრებას ემსახურება.
„2025 წლის შემოდგომის გაცილება“ - ასეთი სახელწოდებით, წარმოადგინეს საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ გალინა ბლუდოვას ხელმძღვანელობით.
ღონისძიება, მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწაველეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, შექმნეს მრავალფეროვანი საშემოდგომო აპლიკაციები, ნახატები, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახალისო თამაშებში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც.
„მადლობა, შემოდგომავ სითბოსთვის, სილამაზისთვის და ნობათებისთვის! 2025 წლის შემოდგომა უჩვეულოდ თბილი იყო და სამუდამოდ დაგვამახსოვრდება!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ვიდეო: