
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა-პატივისცემას ასწავლიან.
რა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და მე-7-მე-9 კლასების მოსწავლეებმა ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები, ნახეს ფილმები - „პიერიე“, „ნიგერიელი გოგონა“, ნოდარ დუმბაძის „ჩემი ბოშები“.
მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან, რომ ტოლერანტობა ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის მორალური ნორმა და სამართლებლივი მოთხოვნილებაც. ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი და საჭიროა.
იხილეთ ფოტოები: