
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
27 ნოემბერს, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სემინარი თემაზე - „მათემატიკა და თანამედროვეობა“.
სემინარში ჩართულნი იყვნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მათემატიკის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, “ყველა ომს იგებს მათემატიკა!” - აღნიშნეს მათ.
სემინარში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
„მადლობა, სკოლის დირექტორს - ნათია კაპანაძეს მხარდაჭერისათვის! მადლობა როლანდ მასწავლებელს და მის მოსწავლეებს თანამშრომლობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: