თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა კომპლექსური დავალება საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს
28-11-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმდებითი ბუნების დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება - „წერილი პერსონაჟს“, რომელზეც ქართული ენა/ლიტერატურის გაკვეთილისთვის იმუშავეს. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი ბუნების დავალება საინტერესოდ შეაჯამეს.

პატარებმა შესწავლილი მოთხრობის მთავარ პერსონაჟებს წერილი მისწერეს, წარმოადგინეს და ისაუბრეს შესრულებულ დავალებაზე, გამოკვეთეს რა მიზნით გაუგზავნეს წერილი ბერებს, ისაუბრეს მონასტერში დამკვიდრებულ ტრადიციაზე, ასევე ახსნეს წერილის სტრუქტურა, ასევე, შეასრულეს საინტერესო აქტივობები.

მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203