ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლე ნია აბულაძე​ მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურში წარმატებული მონაწილეობისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
28-11-2025

ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. 

მათ შორისაა, ნია აბულაძე, რომელმაც მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურში - „ვკითხულობთ გალაკტიონს“ მოიპოვა წარმატება. მოსწავლის პედაგოგი ხატია ფხაკაძე გახლავთ. 

მოსწავლე კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმოდ დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონიალი გახსნა სასახლის დირექტორმა მარინე მარჯანიშვილმა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ: ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე.

სკოლაში ნია აბულაძე​ს წარმატება ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ნია აბულაძეს მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურში „ვკითხულობთ გალაკტიონს“ , წარმატებულ მონაწილეობას.

სკოლის სახელით მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს.ვუაურვებთ წარმატებებსა და წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203