
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში რუსთველოლოგებს უმასპინძლეს.
27 ნოემბერს, სკოლას ეწვივნენ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები - ლია კარიჭაშვილი და ბატონი ივანე ამირხანაშვილი.
მოსწავლეებმა კი დაახვედრეს საინტერესო კითხვები, რაზეც სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
ეს იყო შეხვედრა „ვეფხისტყაოსანზე“ შეყვარებული მასწავლებლების, მოსწავლებისა და მკვლევრებისა, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საყვარელი პოემისა და მისი ავტორის შესახებ ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტი შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრა შედგა.
იხილეთ ფოტოები: