
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „სათაგური“ უჩვეულო ფორმატით გააცოცხლეს.
ბავშვებმა ლიტერატურული ნაწარმოები თოჯინების თეატრის სცენაზე გადაიტანეს და პედაგოგის დახმარებით შექმნილი დეკორაციებით სპექტაკლი მოამზადეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ტექსტის ღრმა გააზრებაში დახმარებოდა და მათთვის ლიტერატურა უფრო საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გაეხადა, რასაც წარმატებით მიაღწია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: