
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლამ ქართულ პოეზიას საღამო მიუძღვნა.
ღონისძიება იყო შემოქმედებითად დატვირთული. მოსწავლეებმა ცნობილ პოეტთა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სული ააჟღერეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის რწმუნებული, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები სხვადასხვა კათედრებიდან, მოსწავლეთა მშობლები და პოეზიაზე უსაზღვროდ შეყვარებული მიწვეული სტუმრები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა ემოციური გამოცდილების მიღებას ტექსტიდან, პოეტურ ენერგიასთან თანაზიარებას, პოეზიით თავდავიწყების განცდას და დროის მცირე მონაკვეთით ლიტერატურულ სასიტყვეთში მოგზაურობას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლუბ „საფიხვნოს“ კურატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათელა ღლონტმა.
ღონისძიების ხელმძღვანელი დიდ მადლობას უხდის, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, კოლეგებსა და დირექციას მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: