„მათემატიკა გვალამაზებს“ - ერკეთის საჯარო სკოლაში, მშობელთა ჩართულობით, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-11-2025

„მათემატიკა - მეცნიერებათა დედოფალი“- ეს კარგად იციან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ​ერკეთის საჯარო სკოლაში და მრავალ საინტერესო მათემატიკურ ღონისძიებას გეგმავენ.

24 ნოემბერს, ნორჩმა მათემატიკოსებმა ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში - „მათემატიკა გვალამაზებს“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა.ორივე ჯგუფი ირჩევდა ნომინაციებს მუსიკასა და მათემატიკაში, ცოცხლად ასრულებდნენ გამოცნობილ სიმღერებს, ასაბუთებდნენ ამოხსნილი სახალისო ამოცანების პასუხებს. 

შვილებმა აშკარა უპირატესობით აჯობეს მშობლებს. 

„მადლობა მშობლებს თანადგომისა და ღონისძიების გალამაზებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203