„ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს“ - ლამაზი საღამო კარწახის საჯარო სკოლაში
28-11-2025

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას, ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. 

ღონისძიებას ორგანიზება მე-10 კლასის დამრიგებელმა თამარ კვინიკაძემ გაუწია.

„ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს“...სილამაზე, სევდა, და განცდა, ყველაფერს აქვს დასასრული...და ყველა დასასრული რაღაც ახლისა და საინტერესოს დასაწყისია...ამ იმედით დავემშვიდობეთ ულამაზეს დროს წლისას- შემოდგომას...მოვეფერეთ...მადლიერება გამოვუხატეთ და გავაცილეთ...მე-10 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის თამარ კვინიკაძის ორგანიზებით ულამაზესი საღამო შესთავაზეს მაყურებელს...არაჩვეულებრივი გარემო, მხიარული და სევდიანი ნომრები და ბოლოს, იმედი, რომ ყველა დროს თავისი სილამაზე აქვს... შთამბეჭდავი იყო... ვიმედოვნებთ, უამრავი ლამაზი, გემოვნებიანი საღამო გველოდება წინ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203