„ოქროს შემოდგომა“ - ლამაზი საშემოდგომო სანახაობა თორიის საჯარო სკოლაში
28-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გამდიდრებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

ახლახან,  მე-12 კლასელებმა, დამრიგებლის - ლარისა ნერსესიანის ხელმძღვანელობით, გამართეს შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით -  „ოქროს შემოდგომა“.

ღონისძიებაში პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

თითოეულმა კლასმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა საკუთარი პროგრამა - საშემოდგომო ნამუშევრები, სიმღერა თუ ცეკვა. 

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა არაერთ საზეიმო ნომერს. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, გაითამაშეს იუმორისტული სცენები, ბოლოს კი სახალისო თამაშებში ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ოსტატურად გაართვეს თავი შემოქმედებით ნომრებს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„ყველას სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა“,- გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ღონისძიების ბოლოს მადლობა გადაუხადეს თავიანთ მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203