
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს.
სკოლის ეზოში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სიმღერები, ცეკვები, მათივე ინტერპრეტაციით შექმნილი ნომრები. სკოლაში საოცარი განწყობა დატრიალადა, მოსწავლეებმა არაერთი აქტივობით წარმოაჩინეს თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში და ქართული საშემოდგომო ტრადიციებიც გააცოცხლეს.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც. სკოლა მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
იხილეთ ფოტოები: