„სამშობლოს არვის წავართმევთ ნურც ნურვინ შეგვეცილება“ - საინტერესო ლიტერატურული პროექტი თხინვალის საჯარო სკოლაში 
28-11-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენაა მიმართული და მათი დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახალხან, სკოლაში განხორციელდა საგაკვეთილო პროექტი თემაზე - „სამშობლოს არვის წავართმევთ ნურც ნურვინ შეგვეცილება“, რომლიც სლოგანი იყო „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. 

პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზოლდა ხელაძე.   

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველი პოეტის პატრიოტული ხასიათის ლექსები, შეეხნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემასაც, გააცოცხლეს ლიტერატურული პერსონაჟები: „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილიდან“, ასევე, ილია ჭავჭავაძის „ქართველის დედას“, რომელიც ომში აგზავნის თავის ერთადერთ შვილს და სამშობლოს სიყვარულის თემას ყველაფერზე მაღლა აყენებს.

ღონისძიებაზე ლამაზი ქორეოფიუილი ნომრები წარმოადინეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203