თბილისის N24 საჯარო სკოლის კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისის N24 საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მიზეზი, კრიტიკული შეუსაბამობა - ჰიგიენური ნორმების დარღვევაა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტომ გაავრცელა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ ( ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე -1501
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.