„პერსონაჟის დღე“ - ლიტერატურულ-შემოქმედებითი დღესასწაული თბილისის N142 საჯარო სკოლაში
28-11-2025

თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოეწყო შთამბეჭდავი აქტივობა - „პერსონაჟის დღე“- შემოქმედებითი დღესასწაული, სადაც მოსწავლეებმა ლიტერატურული პერსონაჟები ნახატების, პრეზენტაციებისა და კედლის გაზეთების დახმარებით გააცოცხლეს. 

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაკა ფარეიშვილის, მე-5 (მერი შავლუხაშვილი), მე-6 (ქეთი ჩიტაშვილი), მე-9 (მარი გიგოლაშვილი) და მე-10 (მაკა ფარეიშვილი) კლასების მოსწავლეებმა დახატეს გმირები, შექმნეს საპრეზენტაციო ტექსტები და გააკეთეს კედლის გაზეთები.

ნამუშევრების გამოფენა მოეწყო სკოლის სააქტო დარბაზში, აღნიშნული მუშაობით მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის თვალსაწიერის გაღრმავება და ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203