
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და სიუხვეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა და საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს.
ათუხთუხდა თათარა, გაიშალა სუფრა, თემატურად მორთულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები.
„დავემშვიდობეთ შემოდგომას, სიყვარულითა და სიხარულით. სხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში“, შემოდგომა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რამდენად ლამაზია წელიწადის ეს ფერადი დრო. თბილი და ლამაზი ფერებით, მომღიმარი სახეები და ჩემი პატარა ბავშვების გულის სითბო. მადლობა ნატო მასწავლებელს მუსიკალური გაფორმებისთვის, მადლობა მშობლებს და ჩვენი ბავშვების მზრუნველ, უსაყვარლეს ბებიებს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება.
ვიდეო იხილეთ ბმულზე