ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
28-11-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ლამაზი ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ გაიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ასინეთ ნიკოლეიშვილი, ნათია გოგიძე და მანანა ლიპარტელიანი. 

ბავშვებმა წელიწადის ამ ულამაზეს დროს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, იცეკვეს, ჩურჩხელები ამოავლეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

მათ კლასში ლამაზი, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, რომელიც ამ სეზონისათვის დამახასიათებელი ხილით მორთეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქეთევან მურცხვალაძე და მშობლები.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203