
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში და წარმატებითაც ასპარეზობენ.
ვაჟთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა მუნიციპალურ თამაშებში და ბადმინტონის შეჯიბრში დაიკავა I ადგილი.
საპრიზო ადგილი დაიკავა გოგონების გუნდმაც და მე-3 ადგილს დასჯერდა.
მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: