
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ადამიანის უფლებების, ღირსების პატივისცემას ასწავლიან და ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან.
რა თქმა უნდა, სკოლასი საინტერესოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. თარიღთან დაკავშირებით, მე-9 კლასში მოქალაქეობის პედაგოგმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს განახორციელეს პროექტი -“მე ტოლერანტი”.
პედაგოგმა - რუსუდან კურტანიძემ თემასთან დაკავშირებით, ჩაატარა მინი ლექცია. ესაუბრა ტოლერანტობაზე და მის მნიშვნელობაზე.
გაიმართა დისკუსია, არსებულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიყვანეს არგუმენტები და შეთანხმდნენ, რომ ყველას თავისი იდენტობა, რელიგია და ტრადიცია ააქვს. ამ ყველაფერის მიმართ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, რომლის დამზადებაში მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული.
საგნის მოქალაქეობის პედაგოგს - რუსუდან კურტანიძეს და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა მე-9 კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ.
იხილეთ ფოტოები: