ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა და მშობელთა ჩართულობა - ​წინარეხის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი 
28-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ზრუნავს და ამ პროცესში მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას არაერთი ღონისძიებით უწყობს ხელს. 

​წინარეხის საჯარო სკოლას 2023 წელს მიენიჭა ავტორიზაცია. ამიტომ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოებისა და თემისთვის აუცილებელია ამ პროცესებში ჩართულობა - მათი წარმატებით და სრულყოფილად წარმართვისთვის.

„სკოლისთვის მნიშვნელოვანი პროცესია სასკოლო საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გაზიარება, ამიტომ სკოლა აქტიურად ზრუნავს ამ საკითხის სისრულეში მოყვანაზე და თითოეულ პროცესს აზიარებს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სკოლის პორტალზე. გარდა ამის ატარებს ინდივიდუალურ, თუ გაერთიანებულ შეხვედრებს, რათა უკეთ განიმარტოს და გასაგები გახდეს ნებისმიერი დოკუმენტის მნიშვნელობა.

ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებისთანავე, 15 სექტემბერს სკოლაში ჩატარდა გაფართოებული კრება. შეხვედრის ფარგლებში მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში წარედგინათ ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და სასკოლო სასწავლო გეგმა. შეხვედრის მიზანი იყო მშობლების გაცნობა სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან და სამოქმედო გეგმასთან, რაც ხელს შეუწყობს საერთო სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას აქტიურად აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203