
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
წინარეხის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები - გიორგი რუხაძე და ლევან არგვლიანი, რომლებმაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საგანმანათლებლო ლექცია თემაზე -„ბავშვი და მართლმსაჯულება“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა კანონდარღვევის არსის, მისი შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ.
ლექციის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ძალადობის პრევენციის, უსაფრთხო ქცევების, სამართლებრივ გარემოსა და იმ ინსტიტუციების როლის შესახებ, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ საკითხის მნიშვნელობა და აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვებში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მათი დაცვის კომპეტენციების გაძლიერების თვალსაზრისით.
იხილეთ ფოტოები: