
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს არაფორმალური განათლების პროექტებს ხშირად სთავაზობენ.
20 ნოემბერს, ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქ. ვანში, სადაც გასვლითი ინტეგრირებული პროექტ გაკვეთილი ჩაუტარდათ. პროექტის მიზანი შემეცნებითი იყო, მოსწავლეები გაეცნენ და დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ნაქალაქარი, აგრეთვე გ.ტაბიძისა და ტ.ტაბიძის სახლ-მუზეუმი.
პროექტ-გაკვეთილი იყო ძალიან ნაყოფიერი და გამორჩა მოსწავლეთა ქტიური ჩართულობითა და ინტერესით.
იხილეთ ფოტოები: