კაცხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბაზღაძემ ჟან მონეს აკადემიის საგანმანათლებლო მოდული წარმატებით დაასრულა
28-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ ბაზღაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მაღალპროფესიული პროგრამა გაიარა. 

2025 წლის ზაფხულში, მე-11 კლასის მოსწავლე, წარმატებით დაასრულა ჟან მონეს აკადემია და ევროპის უნივერსიტეტისგან დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. 

მოსწავლემ გაიარა მოდული - „EU Enlargement: Theory, Practice, and Contemporary Challenges“ ანუ „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები“.

სპეციალური აკადემია შედგებოდა 30 აკადემიური საკონტაქტო საათისგან, რომლის ფარგლებშიც მოსწავლემ შეიძინა სიღრმისეული ცოდნა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, გაეცნო ევროპული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203