თბილისის N36 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს
27-11-2025

14 ნოემბერი ბავშვების საყვარელი ავტორის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. თარიღი თბილისის N36 საჯარო სკოლის IV კლასში გამორჩეულად აღნიშნეს. 

ბავშვები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. დახატეს საყვარელი პერსონაჟები და გაიხსენეს ასტრიდის ციტატები. ბავშვებმა მათი საყვარელი პერსიონაჟებიც გააცოცხლეს და ბევრი იხალისეს. 

აქტივობას მასწავლებელი თამარ ჩაჩუა ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებს და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავს. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203