რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია. დოკუმენტში გაწერილია, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორია მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით ისარგებლებს, მათ შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგები, მანდატურები და სოცმუშაკები.
„ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების, ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისა და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების; ასევე იმ პედაგოგების შიდა საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფას, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე