თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ ისაუბრეს
03-07-2018
თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელები ეროვნული სამოსით შეიმოსნენ, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია