ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ხატია გელაძისა და გიორგი სესაძის „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მიღწეული საამაყო წარმატება
27-11-2025

ეროვნული მედია-პროექტეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

საგნობრივი საშემოდგომო ჩემპიონატი 18 ნოემბერს ქართული ენის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ხატია გელაძე და გიორგი სესაძე. მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ჩუნჩხის საჯარო სკოლა და პედაგოგები. 

ხატია გელაძე „ეტალონის“ შემოდგომის სეზონის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა და დიპლომი მიენიჭა. დამსახურებული სიგელით იწონებს თავს გიორგი სესაძეც.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება, ინგლისური ენა და მათემატიკა. 

ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადები უკვე გაიმართა. კონკურსი, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს, ონლაინ ფორმატში ინგლისური ენისა (2-3 დეკემბერი) და მათემატიკის ოლიმპიადით (9-10 დეკემბერი) გაგრძელდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203