„ცოდნის ლამპარი“ - შუასურების საჯარო სკოლის მე-7- მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი ვიქტორინა მოეწყო
28-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

ახლახან, სკოლის მე-7 - მე-8 კლასებში, ქართულ ენაში ჩატარდა შემაჯამებელი ვიქტორინა - „ცოდნის ლამპარი“. 

ორგანიზების ფორმა - ჯგუფური (ჯგუფი სახელწოდებით - არწივი). ვიქტორინა მოიცავდა 5 აქტივობას.

პირველი 4 აქტივობა - საერთო სახელწოდებით - „ცოდნის სკივრი“, ზეპირი ფორმით (ჯგუფური) წარიმართა. მეხუთე აქტივობა განსხვავებულია - „ცოდნის კიბე“.

საფეხურების მიხედვით, მოსწავლეებმა შეასრულეს დავალებები. პირველი საფეხურიდან მეათემდე მართლწერის აქტივობაში (კონვერტებში არის ჩალაგებული დავალებები, რომლებსაც ასრულებენ მოსწავლეები ჯგუფურად) ჩაერთნენ. ბოლოს მოსწავლეები ავიდნენ პირობით „აივანზე“, სადაც დახვდათ ჯილდო/სიურპრიზი.

ვიქტორინა შეაფასა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებით. ასევე, შეფასების პროცესში იყვნენ ჩართული მე-9-მე-10 კლასების მოსწავლეები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ - თანატოლგანმანათლებლები​ - მარია რამიშვილი და  გიორგი ბერიშვილი.

ვიქტორინის მიზანი იყო - ნასწავლი მასალის თეორიულად და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევის დახვეწა.

თამაშს ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია რამიშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203