
19 ნოემბერი ერთ-ერთი გამორჩეული და დიდებული დღე იყო ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში. სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნური სამყაროს კარი შეაღეს.
წიგნიერების სამყაროში მოსწავლეებს პედაგოგი ირმა კოჭბიანი შეუძღვა, ბავშვების სასწავლო შემართებაზე იზრუნა და არაერთი აქტივობა თუ რესურსი შესთავაზა.
მოტივირებული პატარები პედაგოგს დაჰპირდნენ, რომ სამაგალითოდ ისწავლიან და არაერთხელ მისცემენ სიამაყის საფუძველს.
„მჯერა ჩვენი პირველკლასელები დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით შეუდგებიან დიდებული ქართული ანბანის შესწავლას. გზას დაგილოცავთ ჩვენო პატარებო ანბანეთის ჯადოსნურ, შემოქმედებით და საინტერესო სამყაროში“,- აღნიშნავს მასწავლებელი და პატარებს საინტერესო საანბანო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო