ვარდისუბნის საჯარო სკოლის ახლადშექმნილი STEAM კლუბისა და გუნდის მენტორი მასწავლებლის - ხათუნი ასანიძის წარმატება
27-11-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 26 ნოემბერს განსაკუთრებული შეხვედრა შედგა - სკოლის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ გულით მიულოცა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს - ხათუნი ასანიძეს „კახეთის ინოვაციური აზროვნების ტურის“ აქტივობებში მიღწეული წარმატება.

ლაგოდეხში, მერიასთან შეთანხმებით, „ვალჰოტელში“ კახეთის ტექნოპარკის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო და ინტერაქტიული ვებინარი, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ტექნოლოგიების, STEAM მიმართულებების, მომავლის პროფესიებისა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებს.

  • ჩატარდა ლექციები;
  • გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრები;
  • განხორციელდა ვორქშოფები.

ღონისძიებას ესწრებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაახლოებით 100-მდე მოსწავლე. საპრიზო ადგილები მოიპოვეს  ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEAM კლუბის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა:
• ანანო გრიგალაშვილმა;
• მარიამ მაჭარაშვილმა;
• ქეთევან ათანელიშვილმა.

ასევე, დიდი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგს - ხათუნი ასანიძეს, რომელიც არის ამავე STEAM კლუბის მენტორი მასწავლებელი. იგი დაჯილდოვდა მადლობის სიგელით ტექნოპარკის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სკოლაში მადლობას უხდიან გურჯაანის ტექნოპარკს თანამშრომლობისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც ახალგაზრდებს აძლევს. 

„წინ კიდევ უფრო მეტი წარმატება გველოდება! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა წარმატება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203