უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საშემოდგომო სანახაობა  
27-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

თემატურად გაფორმებულ გარემოში მოსწავლეებმა წარადგინეს მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ ულამაზესი სეზონის სიუხვესა და მრავალფეროვნებას და სკოლაში საოცარი სითბო და განწყობა დაატიალეს. 

ღონისძიება, რომელშიც პირველიდან მე-11 კლასების ჩათვლით მოსწავლეები მონაწიელობდნენ, მასწავლებლების - ეხსიკ თუმასიანისანაიტ დარბინიანისა და გაიანე ამირხანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და ამდიდრებს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203