„ოქროსფერი შემოდგომა“ - შემოქმედებითი აქტივობა კორხის საჯარო სკოლაში
27-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კორხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მათი შემოქმედებითობის წახალისების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ​საჯარო სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელშიც მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასების ​მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება-აქტივობა განხორციელდა ბილინგური სწავლების სპეციალისტების ხელმძღვანელობით, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა ნომრები ცეკვები და სიმღერები.

ბავშვები ასევე გაეცნენ ყურძნის დაწურვის რიტუალს და ჩურჩხელებიც ამოავლეს საკუთარი ხელით.

ღონისძიების ხელმძღვანელები მადლობას უხდიან სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს კი კიდევ არაერთ საინტერესო თუ სახალისო აქტივობას ჰპირდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203