
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გაცილეს.
მე-7 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს. სიმღერებითა და ლექსებით ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას და სიხარულით შეეგებნენ ზამთარს.
„კარწახში გვიან შემოდგომისთვის უჩვეულო ამინდები ცვლის ერთმანეთს... შეიძლება ითქვას, რომ ზამთრამდე ერთი „პატარა ზაფხული“ გავიარეთ, თუმცა დამთავრდა...სიცოცხლის წარმავლობაშიც არის თავისებური სილამაზე... და...ჩვენც ვუმღერით ამ სილამაზეს, კარწახის სკოლის მე-7 კლასელების ულამაზესმა საღამომ, ხელმძღვანელ ნაირა მოსოიანთან ერთად, საოცრად გაალამაზეს წარმავლობის სევდით შეპყრობილი გარემო და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე.
ვისურვებდით, ასეთი ლამაზი დღე ბევრი იყოს სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: