
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას ხალისითა და დიდი შემართებით სწავლობენ. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე ზრუნავს და ბავშვებს სასწავლო-შემენებითთან ერთად სახალისო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობს.
ახლახან, მოსწავლეებმა თემაზე - „მეგობრები“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა ჯერ ტექსტი შეისწავლეს, შემდეგ კი დიორამები შექმნეს, პრეზენტაცია გამართეს და საკუთარ ნამუშევრებზე ისაუბრეს.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, თვალსაჩინოებების შექმნა კი მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში დაეხმარა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოდ აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: