
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.
სკოლაში საშემოდგომო სანახაობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა და როგორც მოსწავლეებს ისე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება-წარმოჩენა.
ბავშვებმა წელიწადის ამ ულამაზესი დროს მის სიუხვე და სილამაზეს უამრავი ლექსით შეასხეს ხოტბა, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ოთახი ბავშვებს საშემოდგომო დეკორაციებით ულამაზესად ქონდათ გაფორმებული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: