ლექსები, მუსიკალური ნომრები და ზღაპრული სასცენო წარმოდგენები​ - აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორენოვანი საშემოდგომო ღონისძიება 
27-11-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გამდიდრებულია მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო თუ გასართობი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

20 ნოემბერს აშკალის საჯარო სკოლაში გაიმართა საშემოდგომო თემატიკისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება, რომელიც ორ ენაზე - ქართულ და სომხურ  ენებზე - წარიმართა. ღონისძიებას ინტეგრირებულ-საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა, რადგან მოსწავლეებმა შემოდგომის თემატიკა ენობრივ-კომუნიკაციური უნარების მრავალმხრივი ფორმით წარმოადგინეს.

მათ ქართულ და სომხურ ენებზე შეასრულეს ლექსები, მუსიკალური ნომრები და ზღაპრული სასცენო წარმოდგენები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203