
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში.
მათ შორის, სკოლის მოსწავლე მარიამ მუნჭავა აქტიურად შეუერთდა ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონკურსს - „გრანელის ფერები“.
გენიალური ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი 1897 წლის 25 ნოემბერს (3 ივნისი) დაიბადა. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება.
25 ნოემბერს შედგა კონკურსი „გრანელის ფერები“, ნახატების შექმნა და გამოფენა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, სადაც მონაწილეობდა სკოლის მოსწავლე მარიამ მუნჭავა. მან შეასრულა ნახატი თემაზე - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“...
„ეს არის ყველაზე მშვიდი, ყველაზე ფერადი, ყველაზე გულწრფელი ნამუშევარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლის შემოქმედებითობა.
„დიდი მადლობა, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საოცარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტობი: