„არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო“ - ყველა ძირითად საგანში სასწავლო მასალა უნდა განახლდეს 
30-11-2025

ყველა ძირითად საგანში შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა 3-4 წელიწადში - აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„თუ ჩვენ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად, უმაღლესი განათლების პოლიტიკას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში. ეს შესაძლებელია 3-4 წელიწადში სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში.

დღეს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით არის ორი ძირითადი საგანი - კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. აქედან ერთ-ერთ საგანში, ადამიანის უფლებებში დღემდე არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო“, - განაცხადა პრემიერმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203