
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს.
მათ მოტივაციაზე პედაგოგმა, თამუნა გაბრიაძემ იზრუნა და პატარებს ანბანეთში დიდი სიყვარულით შეუძღვა. პედაგოგმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მრავალფეროვანი სახალისო თუ საზეიმო აქტივობები შესთავაზა.
პატარებმა საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან.
„ჩვენი სკოლის პირველკლასელებს ანბანი ეწვია. ეს დღე განსაკუთრებულად ძვირფასია მათთვის, რადგან სწორედ აქ იწყება დიდი წარმატებისაკენ სავალი გზა.
გილოცავთ, ჩემო პატარებო ამ ძვირფას დღეს! ბედნიერი იყოს თქვენი მოგზაურობა ანბანეთში“, - აღნიშნავს თამუნა გაბრიაძე და მოსწავლეებს საოცარ საანბანო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ვიდეო ბმულზე