„გოდერძი ჩოხელი, დარდების შემგროვებელი კაცი!“ - მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება-გაკვეთილი ქუთაისის N24 სკოლაში
26-11-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

„16 ნოემბერი გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღეა, ადამიანისა, რომელმაც დაგვიტოვა ამოუვსები სიცარიელე, დაგვიტოვა „ადამიანთა სევდა“ - წიგნი მთელ სამყაროზე.

ჩოხელის შემოქმედება გულუბრყვილობისა და უბრალოების ისეთი ზეიმია რომელთან ზიარების შემდეგ გამორიცხულია თავი იმაზე სუფთად არ იგრძნო, ვიდრე იყავი....“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურა ამ დღეს

VII კლასში ჩატარდა გაკვეთილი - „გოდერძი ჩოხელი, დარდების შემგროვებელი კაცი!“, რომელსაც მასწავლებელი სალომე უგულავა ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩოხელის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ლიტერატურული და მუსიკალური კომპოზიციები.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნეს მსმენელი, რომ პოეზიას შეუძლია შეცვალოს ადამიანის განწყობა, სულიერება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203