„შემოდგომის ფერების ბორბალი“ - საოცრად თბილი და შთამბეჭდავი ღონისძიება განძის N2 საჯარო სკოლაში
26-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება - „შემოდგომის ფერების ბორბალი“, რომელმაც როგორც მოსწავლეებს, ისე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

საოცრად თბილი და შთამბეჭდავი ღონისძიება „ოქროს შემოდგომას“ მიეძღვნა, წელიწადის ეს ულამაზესი დრო მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითა და სახალისო აქტივობებით გააცილეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-დან XII კლასების ჩათვლით მოსწავლეები. შემოქმედებითი ნაწილის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სახალისო და საინტერესო გამოცანებში.

„დაე, ჩვენს სკოლაში მუდამ სუფევდეს ფერები, სიხარული და ღიმილი!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის საინტერესო ინიციატივები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203