„მატარებელი“​ - საინტერესო, შემაჯამებელი ღონისძიება-ვიქტორინა შუასურების საჯარო სკოლაში
26-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.

ახლახან, სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება-ვიქტორინა „მატარებელი“. 

ვიქტორინა ქართულ ენაში გაიმართა და სულ 12 აქტივობისგან შედგებოდა. კითხვები დაისვა  მორფოლოგიიიდანლექსიკოლოგიიდან და ორთოგრაფიიდან

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად. 

პედაგოგმა ვიქტორინის მსვლელობისას გამოიყენა წინასწარ დამზადებულია სასწავლო რესურსი „მატარებელი“ (პირობითად). 

„მატარებლის ვაგონებზე“ განლაგებული იყო აქტივობები. მოსწავლეები ბოლო
ვაგონიდან (ჯგუფურად) მიჰყვნენ აქტივობებს და მივდნენ „მემანქანემდე“. სადაც „მემანქანემ“ (მასწავლებელმა) მათ საჩუქრები დაახვედრა. 

ვიქტორინას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ვიქტორინა შეაფასა სპეციალურმა კომისიამ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა). მოსწავლეებმა მიიღეს უკუკავშირი.

ვიქტორინის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203